ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივნისს 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ვარევანი, გოკიო, ვარგავი, ალასტანი და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, 25-იანების, კოხტის ძირის, სასტუმრო ივერიის, თრიალეთის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.