ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ ურაველსა და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში წაღვერი, კიმოთი, მიტარბი, ციხისჯვარი, ტბა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დილითი, პატარა ხანჩალი, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.