ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, გომანი, ვაჩიანი, ბუღაშენი, ბალხო, ზაკვი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, ნადირთმშენის, ცხრაწყაროს, დიდველის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინიდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.