სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება
06:00-დან 09:30 საათამდე შეეზღუდებათ
მომხმარებლებს ბაკურიანში 25 იანების მიმდებარე ტერიტორიაზე, წაქაძის,
ცხრაწყაროს, თრიალეთის, აღმაშენებელის ქუჩებზე, კოხტას ძირში.
9 აგვისტოს 13:00-დან 15:30 საათამდე - მომხმარებლებს ახალაქალაქის
მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, ჩუნჩხა,
მურჯახეთი, პტენა, მაჯადია და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.