ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჭატია, ორჯა, კორხი, ოლავერდი, ხულგუმო, თოთხამი, კოჩიო, დილისკა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.