ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში გოგებაშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, უჩმანა, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.