ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ორგორა, საყუდაბელი, ძველი, ჭობარეთი, ერკოტა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ვალე, ზაზალო და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში დიდიმამიშვილის, კოსტავას, კანანელის, თუმანიანის, ნათენაძის, მანველიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.