სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპიანის, ჩარენცას, აივაზოვსკის, საიათნოვას, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დილითი, დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, სათხა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ტაბაწყური, ხანდო, ღადოლარი, ვარევანი, ალათუმანი, ლომატურცხი და მიმდებარე სოფელბში;
17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ლელოვანი, ალექსეევკა, იჯარეთი, ღორძე, ამხერი, ყარათუბანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.