ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სექტემბერს 12:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში ნადირთმშენის, ცხრაწყაროს, აღმაშენებლის, დიდველის მიმდებარედ, მელისის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.