ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 07:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ჭობარეთი, ერკოტა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში;
13:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, ნათენაძის, ივერიელის, თაყაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
18:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, იდუმალა, ვარძია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.