სამცხე-ჯავახეთში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს 13:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, ცემი, მიტარბი, ტბა და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში აზავრეთი, ალასტანი, ხანდო, გოკიო, თოკი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.