აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ჭობარეთი, ივერია, ერკოტა, ღობიეთი, ხვილიში და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში, აგრეთვე ბორჯომში და ბაკურიანში;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, ტურცხი, ვარევანი, კოჩიო, ალათუმანი, ჭიხარულა, ღადოლარი, მერენია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.