სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბერს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, არალი, ნაოხრები და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპიანის, სპანდარიანის, შაუმიანის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, წაღვერი, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, ნალბანდიანის, მაშტოცის, მიასნიკიანის, ენგელსის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.