სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დვირი, დგვარი, წაღვერი, კიმოთი, ცემი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში ცეკავშირის, კოხტის ძირის, მიდარბის, წრიულის, დიდველის, ყოფილი ბურივესტნიკის და მიმდებარე ტერიტორიაზე;
13:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში რუსთაველის ქუჩაზე;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში აღმაშენებლის, ვაშლოვანის, რუსთაველის მოედნის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :