სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ოკამი, ხავეთი, ორჯა, კუმურდო, კიროვაკანი, ჩუნჩხა, თოთხამი, დავნია, ჩამდურა და მიმდებარე სოფლებში;
13:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყალთბილა, ვალე, წინუბანი, აბათხევი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.