ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 თებერვალს 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში;
14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში აღმაშენებლის, მესხეთის, ხანძთელის, გოგებაშვილის, რაზმაძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ ლარებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.