ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის და ბორჯომის რაიონის სოფლებში არაგვა, ცემი, ბარალეთი, ლიბანი, ბალხო, წაღვერი, კოთელია, ტბა, ზაკვი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, რუსთაველის, პარკის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ლიკანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.