სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ორჯა, თოთხამი, მაჯადია, კოჩიო, დილისკა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.