სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, გიორგიწმინდა, ფერსა, თისელი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში იხტილა, მერენია, აგანა, პატარა სამსარი, გოკიო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.