ბორჯომის მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, მიტარბი, ტბა, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.