სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მარტს 15:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, საღამო და მიმდებარე სოფლებში;
9 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, წაღვერი, მიტარბი, ციხისჯვარი, ტბა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, გომანი, ზაკვი, ტრკნა, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.