ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.