სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:30 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიზაბავრა, ტოლოში, აწყვიტა, ნიჯგორი, ნაქალაქევი, თმოგვი, ხერთვისი, სარო, მირაშხანი, ფია, ჭაჭკარი, გელსუნდა, ნიალა, ვარძია, კორისხევი, გავეთი, ყარაბულაღი, ფანაქეთი, გიორგიწმინდა, გოგაშენი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.