სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აპრილს 11:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, ფერსა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ივერია, ერკოტა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.