სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 14:00-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, ფოკა, საღამო, ხულგუმო, ასფარა და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ყვიბისი და რველი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.