28 აპრილს ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 აპრილს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდაში ოვსეპიანის, ჩარენცას, პუშკინის, აივაზოვსკის, ტოლსტოის, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.