ბორჯომის ზოგიერთ დასახლებაში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მზეთამზე, კიმოთი, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი, წაღვერი, მიტარბი, ცემი.
13:00-დან 16:00 საათამდე - სოფელ დვირში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.