სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:00 საათამდე ბორჯომში გურამიშვილის, ჭავჭავაძის, შრომის, ორბელიანის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში;
12:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში იხტილა, კოჩიო, აგანა, დიდი სამსარი, სირკვა და მიმდებარე სოფლებში;
15:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ორბელიანის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.