სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, ტყემლანა, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, კიროვაკანი, მაჯადია და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.