სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგარა, საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, ალასტანი, აზავრეთი, თოკი, ვარგავი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში ცეკავშირის, ცხრაწყაროს, დიდველის მიმდებარე, კოხტა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთლის, თრიალეთის, ცაბაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადგერი, ცემი, მზეთამზე, ტბა, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.