სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში გაითიშება ელექტროენერგია? (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 13:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენში და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლელოვანი, იჯარეთი, ყარათუბანი, გორგული, ამხერი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ვალე და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის, მანველიშვილის, თამარ მეფის, მაჭარაშვილის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.