სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, ყაურმა, სათხა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ტაბაწყური, ბეჟანო, მოლითი, ჭიხარულა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში და აგრეთვე ბაკურიანში წერეთლის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.