სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენი, მამწვარა, ყულალისი, გონდრიო და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ვარდგინეთი, ბეშეთი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე ბაკურიანში წერეთლის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.