"ენერგო -პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში 25-იანების, კოხტა-გორის, მიტარბის, აღმაშენებლის, გეოლოგების და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვალე, წყალთბილა, წინუბანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.