ბორჯომის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს 14:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში თავისუფლების, თამარ მეფის, კოსტავას, ძველი ფურნის, ჯავახიშვილის, ქუმარიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ჩითახევი, ქვაბისხევი, დვირი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.