სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაჩიანი, ოკამი.
12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, ფერსა, თისელი.
13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ერეკლეს, გურამიშვილის, 9 აპრილის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძის, ორბელიანის, შრომის, დუმბაძის, ჯორჯაძის, გორკის, ინგოროყვას, მანჯგალაძის, აკაკის, სადგერის, დიმიტროვის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.