ახალციხის რომელ ქუჩებზე გაითიშება ელექტროენერგია?(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 13:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალციხეში სერაპიონ ზარზმელის, საფარის ქუჩებზე.
14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ილია მართლის, გამრეკელის, შ.ახალციხელის, თამარ მეფის, დიდიმამიშვილის, სვიმონ კანანელის, თუმანიანის, ჭავჭავაძის ქუჩებზე.
16:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, მთაწმინდელის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.