სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ბორჯომში ვაშლოვანის ქუჩაზე, სოფელ ყვიბისში.
13:00-დან 17:30 საათამდე - აბონეტებს ქ. ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ინაურის, პეტრიწის, ბესიკის, ღელის, ანდრია პირველწოდებულის, მირზა გელოვანის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ჭყონდიდელის, აღმაშენებლის ქუჩებზე.
12:00-დან 18:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი, გოკიო, თოკი, ვარგავი.
12:00-დან 18:00 საათამდე - ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, ხერთვისი, მირაშხანი, ჭაჭკარი, ნიალა, ვარძია, გავეთი, გოგაშენი, ზემო ვარძია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.