"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს 08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი სმადა, ზანავი, მლაშე, ჩორჩანი, წრე და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი, ჭობარეთი, ორგორა, ერკოტა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.