"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი არაქალი, სათხა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ერეკლეს, 9 აპრილის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ბეშეთი, ბაკურიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.