ახალციხესა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აპრილს
12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, აგარა, ზიკილია, ვალე და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, სააკაძის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.