სად და როდის გაითიშება ელექტროენერგია
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონში აბასთუმანში და არაზინდოს დასახლებაში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, კორხი, ტაბაწყური, თოთხამი, ბეჟანო, მოდეგამი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის, დიდვალის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.