სიახლეები
უკრაინაში ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ახალციხელი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
ბოლო ერთ თვეში უკრაინაში უკვე მეორე ახალციხელი დაიღუპა. ავდეევკის მიმართულებით ახალციხელი ბესო ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მაისის დასაწყისში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
გააზიარეთ :