ენერგო-პრო ჯორჯია სამცხე-ჯავახეთის აბონენტებს აფრთხილებს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება
10:30-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი, ცემი. 14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ბაკურიანში.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, ჩორჩანი, ზარზმა, მოხე, დიდი ზანავი, ციხისუბანი, ნამინაური,ზედუბანი, არზნე და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი და პატარა არაქალი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.