ენერგო-პრო ჯორჯია სამცხე-ჯავახეთის აბონენტებს აფრთხილებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს
11:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, სხვილისი, ფარეხა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში მოხე, ჭეჭლა, დერცელი, ნამინაური და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში იხტილა, ალათუმანი, მერენია, კოჩიო, ლომატურცხი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჭობისხევი და დვირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.