ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმპიჩმენტით გადაყენებული თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს განიხილავს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხიდან დეპუტატები აღნიშნულს ბოლო საკითხად განიხილავენ.
სხდომის დაწყებისას ყოფილმა თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს განჩინების ბოლო საკითხის განხილვასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა
,, რატომ განვიხილავთ თანამდებობაზე დაბრუნებას ბოლო საკითხად , მაშინ როცა, ჩემი გადაყენება ადრე პირველ საკითხად განვიხილეთ? " – იკითხა ლევან ლობჯანიძემ. რაზეც სხდომის თავმჯდომარისგან მიიღო პასუხი, რომ დღის წესრიგს შეეძლო არ დათანხმებოდა. ლევან ლობჯანიძემ აღნიშნულზე უარი განაცხადა.
ადიგენის საკრებულო სხდომას თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია უძღვება, რომელსაც 21 დეპუტატი ესწრება.