ქალაქ ახალციხის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ტაბატაძე თანამდებობაზე 1 მარტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, იგი უფლება მოვალეობის შესრულებას 6 მარტიდან შეუდგება.
ახალციხის მერის მოადგილის პოსტი ვაკანტური 2016 წლის პირველი დეკემბრიდან იყო. დაკავებული თანამდებობიდან ზაზა გელაძე ახალციხის ახალი მერის, ვლადიმერ ზედგინიძის არჩევის შემდეგ
გათავისუფლდა. დავით ტაბატაძემ ზაზა გელაძე სამი თვის შემდეგ ჩაანაცვლა.