,,ყვიბისის ტყეს ისევ ცეცხლი მოედო. სოფელ დაბას ხანძრის ზოლი უახლოვდება. კერები წაღვერისკენ ინაცვლებს. სოფელ დაბის მოსახლეობამ პრემიერსა და შს მინისტრს ვერტმფრენები შეახსენა და პასუხად მიიღო, რომ დილის 6 საათიდან იმუშავებენ".
,,ბორჯომის რაიონის სოფელი დაბის მოსახლეობის ნაწილი ხანძრის გამო სახლებს ტოვებს. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრშია, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა".
,,ჩემო მეგობრებო!
ეხლა ვიმყოფები ფაქტიურად ხანძრის ეპიცენტრთან.
ეს წუთია მოვრჩით კონსულტაციებს მოხალისეების ჩართვასთან დაკავშირებით.
ვინაიდან ხანძრის კერები ამ მომენტისთვის ძალიან გაძლიერებულია, დილიდან ხანძართან ბრძოლაში ჩაერთვება 5 ვერტმფრენი.
გამომდინარე აქედან, მოხალისეების რესურსი უკვე დღევანდელ დღეს აუთვისებელი დარჩება.
ამიტომ დღეს დილის 6 საათზე დაანონსებული შეკრება გადაიდო. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დღის განმავლობაში."
,,ბორჯომში, სოფელ დაბას მიმდებარე ტრიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დილიდან კიდევ 200 მეხანძე დაამატეს. დღეს, 21 აგვისტოს დილის 05:00 საათდან მუშაობა განაახლა ვერტმფრენმაც. დაბის ტერიტორიაზე 5 ფექტარზე მეტი ტყის მასივი იწვის".
,,მობილიზებულია ტექნიკა, კეთდება კერამდე სამანქანო გზები და სიტუაცია შედარებით იმედიანია. მთავარია ქარი არ გაძლიერდეს. დილის 6 დან შეუდგებიან ვერტმფრენებიც. ეჰ ნეტავ გუშინ ატეხილიყო ეს ამბავი".
,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან და ჩვენ ამისთვის გვაქვს შესაბამისი ძალები.
ამასთან, შედგა საუბარი მეზობელ ქვეყნებთან, თანხმობა უკვე მიღებულია და საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში დახმარებას აღმოუჩენენ თურქეთი და აზერბაიჯანი, საჭირო დამატებითი ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს.
ყველა კერაზე მობილიზებული გვყავს სახანძრო ბრიგადები, ყველაზე მასშტაბურ კერაზე ხანძრის ლოკალიზებისთვის მიდის აქტიური მუშაობა " - პრემიერ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური გვერდი.