ცეცხლი ბორჯომში, 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს უკიდია
ხანძარი ბორჯომში, სოფელ დაბის მიმდებარედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს უკიდია.
,,ზუსტად, 9 წლის წინ 15 აგვისტოს - ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ. ბორჯომის მიმართულებით მდ. გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღე მიმდინარეობდა და გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰექტარი ტყის მასივი, სადაც სასიცოცხლო ფუნქია შეუწყდა 150 000 კბმ ზეზემდგომ ხეს. 70% - ით განადგურდა 700 ჰექტარი, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია შეუწყდა 140 000 კბმ ხეს. ენდემური და რელიქტური სახეობებთან ერთად ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენა განადურდა, მთლიანობაში დაირღვა ბიოგეოცენოზი. გარემოზე მიყენებული ზიანი მილიარდ ევრომდეა.
ხანძრის შედეგად ზიანი მიადგა ფაუნასაც. ხანძრის გავრცელების ტერიტორიაზე ბინადრობდა ცხოველთა მრავალი სახეობა, მათ შორის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში (IUCN) გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სტატუსის მქონე ცხოველები.
2008 წელს წინ ოკუპანტების ნამოქმედარს ვებრძოდით, დღეს კი სავარაუდოდ დაუდევრობის შედეგს ვებრძვით".
გარემოს დაცვის თანამშრომელი ეკატერინე ბენდელიანი ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.