ტყე იწვის ახალციხეში
ტყე იწვის ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ სვირის ტყეში კვამლი ადგილობრივებმა დღის მეორე ნახევარში შენიშნეს.
ცეცხლი მიუდგომელ ადგილას გაჩნდა, რამაც გაართულა მისი ლოკალიზება. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი 1 ჰექტრამდე ტყეს უკიდია. სვირის ტყეში იმყოფებიან სახანძღო–სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.